ფეხბურთი

18:15 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიზარაზუ: "დეშამმა მბაპეს დასჯა გადაწყვიტა და ნაკრებში ამიტომ არ გამოიძახა"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის ბიქსენ ლიზარაზუს აზრით, კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამმა იმიტომ არ გამოიძახა, რომ მისი დასჯა გადაწყვიტა.

„კილიანს სურდა ნაკრებში თამაში, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. ეს არის სანქცია ან სასჯელი მთავარი მწვრთნელისგან. ცოტა ხნის წინ კილიანმა თქვა, რომ ტრავმა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ კლუბში ითამაშა და შვედეთშიც კი ისვენებდა. დეშამისთვის ეს ქმედებები მიუღებელია და ფეხბურთელის დასჯა გადაწყვიტა. დიდიემ გადაწყვიტა მბაპესთვის ეჩვენებინა, რომ ეს აღარ უნდა გააკეთოს“, - თქვა ლიზარაზუმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში არც ოქტომბრის მატჩებში იყო და არც ნოემბრის მატჩებში იქნება.

0.122639