სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:54 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტიომ დოვბიკმა შესაძლოა საქართველოსთან ვერ ითამაშოს

უკრაინის ნაკრებს შესაძლოა, საქართველოსთან მატჩში არტიომ დოვბიკი დააკლდეს. „რომას“ თავდამსხმელი ნაკრებში მიწვეულია, მაგრამ მისი თამაში ჯერ გადაწყვეტილი არაა.

დოვბიკს „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ MRI ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმა არ დაადასტურა, მაგრამ ვინაიდან ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრაში დისკომფორტი იგრძნო, გარისკვა არ სურს.

უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შეაფასებს სიტუაციას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

არტიომ დოვბიკი უკრაინის ნაკრების მთავარი ფორვარდია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას 16 ნოემბერს, ბათუმში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11406