„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ უპასუხა კითხვაზე, როდის გამოჯანმრთელდება ტრავმისგან.
„ვგრძნობ, რომ შემიძლია დავბრუნდე ამ სეზონში, დიახ. ეს შესაძლებელია და შემიძლია ამის გაკეთება. ახლა აღდგენის პროცესში ვარ, არანაირი ზეწოლა... მნიშვნელოვანია, არ ვიჩქარო. სეზონი გრძელია, კლუბებს შორის ახალი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება... მომავალს იმედით ვუცქერ“, - ციტირებს როდრის სოციალურ ქსელებში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
როდრი გახდა პირველი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის კლუბიდან 2008 წლის შემდეგ, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო.