კალათბურთი

13:11 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა სეზონში ყველაზე მეტი დრო მიიღო, "სპურსმა" დიდი სხვაობით მოიგო (+VIDEO)

NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „საკრამენტო კინგსს“ 20-ქულაინი სხვაობით, 116:96 მოუგო.

საქართველოს ნაკრების წევრმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა. სანდრომ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი სათანაშო დრო მიიღო და კარგადაც გამოიყენა.

„სან ანტონიოს“ 5 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს. მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას, 15 ნოემბერს, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ჩაატარებენ.

0.129787