სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:25 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეკვადორის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

მედია ეკვადორის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის მარკო ანგულოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საშინელი ავარიის შემდეგ მან 35 დღე კომაში გაატარა. ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის დღეს ორი დაიღუპა, მათგან ერთი ასევე 22 წლის ადგილობრივი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც მართავდა მანქანას.

ადგილობრივი კლინიკის ექიმები ანგულოს სიცოცხლისთვის თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ. მას აღენიშნებოდა მენჯის მოტეხილობა, მარჯვენა პნევმოთორაქსი, ცერებრალური შეშუპება, სუბდურული ჰემატომა და შინაგანი სისხლდენა. ოპერაციის შემდეგ მარკოს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, შემდეგ ისევ გაუარესდა და სპორტსმენი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ანგულო მძიმე ავარიაში მოყვა. შემდეგ მისი ბიძაშვილი გარდაიცვალა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116464