„კრემონეზეში“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯოვანი სტროპა დააბრუნეს.
საქმე ისაა, რომ სტროპა კრემონელებმა ზუსტად ერთი თვის წინ „ბარისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ გაათავისუფლეს და ეუჯენიო კორინი დანიშნეს. თუმცა, ამჯერად კორინი დაითხოვეს და გუნდი ისევ სტროპას ჩააბარეს.
ეუჯენიო კორინის ხელმძღვანელობით „კრემონეზემ“ სულ 5 მატჩი ჩაატარა, საიდაც საწყისი ორი მოიგო, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა, რაც გათავისუფლების მიზეზი გახდა.
„კრემონეზე“ სერია B-ში 13 ტურის შემდეგ 18 ქულით მეხუთე ადგილზეა.