ფეხბურთი

0:00 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატის 31 მონაწილე: ფიფამ წილისყრის თარიღი გამოაცხადა

ფიფას საკლუბო ჩემპიონატის 31 მონაწილე ცნობილია და დარჩენილია ერთი თავისუფალი ადგილი, რომელიც 30 ნოემბერს შეივსება, როცა ლიბერტადორესის თასის ფინალი გაიმართება.

ამასობაში, ფიფამ გამოაცხადა, ტურნირის წილისყრა 5 დეკემბერს, მაიამიში გაიმართება.

32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება, თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი მერვედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ტიტულისთვის ბრძოლას.

ფორმატი ზუსტად იგივეა, როგორიც სანაკრებო მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო 1998 წლიდან 2022 წლამდე.

ტურნირის მონაწლეები არიან:

ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი)

ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)

ალ-აინი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები)

ულსანი (სამხრეთ კორეა)

ალ აჰლი (ეგვიპტე)

ვიდადი (მაროკო)

ესპერანსი (ტუნისი)

მამელოდი სუნდონსი (სამხრეთ აფრიკა)

მონტერეი (მექსიკა)

სიეტლი (აშშ)

ლეონი (მექსიკა)

პაჩუკა (მექსიკა)

სამხრეთ ამერიკა

პალმეირასი (ბრაზილია)

ფლამენგო (ბრაზილია)

ფლუმინენსე (ბრაზილია)

რივერ პლეიტი (არგენტინა)

ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)

ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული (ატლეტიკო მინეირო ან ბოტაფოგო)

ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)

ჩელსი (ინგლისი)

რეალი (ესპანეთი)

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

ბაიერნი (გერმანია)

პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)

ინტერი (იტალია)

პორტუ (პორტუგალია)

ბენფიკა (პორტუგალია)

დორტმუნდი (გერმანია)

იუვენტუსი (იტალია)

ატლეტიკო (ესპანეთი)

ზალცბურგი (ავსტრია)

ინტერ მაიამი (აშშ)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ასეთი ფორმატით საკლუბო მუნდიალი პირველად ჩატარდება.

0.113623