„ლივერპულს“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გამოაკლდა. ინგლისელმა მცველმა ტრავმა „ასტონ ვილასთან“ მატჩში მიიღო.
ტრენტს ბარძაყის დაზიანება აქვს და როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა.
მიმდინარე სეზონში ალექსანდერ-არნოლდმა ყველა ტურნირზე 15 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.