უკრაინის ნაკრებს საქართველოსა და ალბანეთთან მატჩების წინ კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი ვიტალი ბუიალსკი გამოაკლდა.
მან დაზიანება უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო და კუნთის ტრავმა აქვს. გარდა ამისა, სერგეი რებროვის გუნდს მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი ვერ დაეხმარება.
მანამდე უკრაინას „ჟირონას“ ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვიც გამოაკლდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას 16 ნოემბერს, ბათუმში დაუპირისპირდება.