ფეხბურთი

15:35 | 11.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოსტაკურტა: "კიელინის მემკვიდრე "ნაპოლიში" თამაშობს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ „ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ ძალიან მოეწონა და გამოარჩია ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო, რომელიც ჯორჯო კიელინის შეადარა.

„ნაპოლი“ ძალიან მომეწონა კონცენტრაციისთვის, რომელიც „ატალანტასთან“ წაგების შემდეგ აჩვენა. ეს არის ანტონიო კონტეს ფეხბურთი, რომელმაც „ინტერი“ შეაჩერა. ბონჯორნო? სამი წელია ასე თამაშობს, მისი ზრდა აშკარაა. კიელინი უფრო უხეშ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ მისი სავარაუდო მემკვიდრე სწორედ ბონჯორნოა. ყოველთვის კონცენტრირებულია და ფიზიკურად ძლიერია. ორი მომენტი იყო, როცა თამაში ძალიან კარგად წაიკითხა“, - თქვა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 12 ტურის შემდეგ 26 ქულით ლიდერობს, მაგრამ ოთხ გუნდს მხოლოდ ქულით უსწრებს, ხოლო მეექვსეადგილოსანს - ორი ქულით. „აძური“ 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.

0.118377