თურქეთის პირველი ლიგის მე-12 ტურში გიორგი ბერიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. „ქოჯაელისპორს“ ქართველმა შემტევმა სტუმრად „საქარიასპორთან“ მოაგებინა.
34-ე წუთზე გიორგიმ ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაუცველ კარში დაამატა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მან მიმდინარე სეზონში მეცხრე შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა.
„ქოჯაელისპორი“ 12 ტურის შემდეგ 25 ქულით ლიდერია, თუმცა ერთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ბანდირმასპორს“, რომელსაც მომდევნო ტურში, 24 ნოემბერს საკუთარ მოედანზე შეხვდება.