კალათბურთი

23:59 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 19 ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ვარეზეს“ ესტუმრა დ 95:104 დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ბოლო წუთამდე არ იყო გადაწყვეტილი. საბოლოოდ, ლუკა ბანკის გუნდმა წააგო.

თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 6 მოგებით და 1 წაგებით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 ნოემბერს, „სასარის“ უმასპინძლებს.

0.119873