ფეხბურთი

0:20 | 11.11.2024 | ნანახია 0 - ჯერ

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

სერია A-ს მე-12 ტურში, "ლეჩესთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ემპოლის მცველი, საბა გოგლიჩიძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელი თბილისში იმყოფება და სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მომდევნო ორი მატჩის განაცხადში ვერ იქნება.

გოგლიჩიძის ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში დინამო თბილისის ფეხბურთელი, ალექსანდრე კალანდაძე გამოიძახა.

წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას ნაკრები 11 ნოემბერს, საგურამოში დაიწყებს. მოგვიანებით გუნდი ბათუმში გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:19 | 28.07.2015
ogafa (10230)

უნდა გავიდეთ

17:30 | 27.07.2015
berodaviti (4285)

ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...

16:51 | 27.07.2015
echviani (1657)

ავსტრია ყველაზე მაგარია. ეგ პირველზე გავა, მეორე სერბეთია. ჩვენ მე-6.

15:33 | 27.07.2015
stoikovich (5984)

დღევანდელი მდგომარეობით ავსტრია საუკეთესო მგონია ჩვენ ჯგუფში.

15:33 | 27.07.2015
BEERTRANCE (97819)

მაგათი კრიზისი მიცა ნეტა ჩვენს ბედოვლათებს DDDDDDDDDDDDDDDDD

15:23 | 27.07.2015
nick_name (254)

რა კრიზული ავტორ ხუმრობ? 2012 წელს 70 ადგილი ქონდათ რეიტინგში და 2015-ში 15 ადგილზე არიან, მიხვდით ეხლა კრიზისია თუ აღმავლობა, მათზე დიდი ნახტომი მხოლოდ უელსს აქვს და ისინიც ჩვენს ჯგუფში არიან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065978
სარეკლამო ადგილი - 99
X x X