კალათბურთი

22:11 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის „ტენერიფემ“ ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურში, ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ საკუთარ კედლებში გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა. შეხვედრა "ტენერიფეს" გამარჯვებით - 87:62 დასრულდა.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი ნახევარი მოიგეს კიდეც, თუმცა შესვენების შემდეგ „ტენერიფემ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მასპინძლები საბოლოო ჯამში დიდი სხვაობით დაამარცხეს.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე წუთი 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბექა ბურჯანაძემ კი 20 წუთში 4 მოხსნასთან ერთად 4 ქულა მიითვალა.

7 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ 10 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო „ლეიმა კორუნია“ 4 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

0.127015