კალათბურთი

21:10 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფინეთთან მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 21 კალათბურთელია, მათ შორის, დებიუტანტი კამარ ბოლდუინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო ქართული პასპორტი. ჯიკიჩის რჩეულთა სია ასეთია:

კამარ ბოლდუინი (ბასკონია), ჯო ტომასონი (გრან კანარია), რატი ანდრონიკაშვილი (ვეფ რიგა), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი 2010), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), ლუკა მაზიაშვილი (ამრა გაგრა), მათე ხატიაშვილი (ბასკონია U18), მათე ყავლაშვილი (თსუ), დუდა სანაძე (ანორთოსისი), სანდრო სანაძე (მარგვეთი), დავით კაკუშაძე (ვსა), კახაბერ ჯინჭარაძე (ალ-რაიანი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი 2010), თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია), ბექა ბურჯანაძე (კორუნა), გიორგი კორსანტია (ქუთაისი 2010), ილია ლონდარიძე (ბათუმი), ივანე მეგენეიშვილი (ივერიონი გორი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე), გიორგი ბაქრაძე (დელტა გურჯაანი).

საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში ორი მარცხი აქვს განცდილი და რთულ მდგომარეობაშია. ჯიკიჩის გუნდი 21 ნოემბერს, სტუმრად ფინეთს შეხვდება, ხოლო 24 ნოემბერს, თბილისში ისევ ფინეთს დაუპირისპირდება.

0.134565