ფეხბურთი

20:38 | 10.11.2024 | ნანახია 453 - ჯერ

ლევან შენგელიას შესანიშნავი გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ლევან შენგელიამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. „ოფი“ საკუთარ მოედანზე „კალითეას“ დაუზავდა, ხოლო ქართველმა თავი ისევ გამოიჩინა.

შენგელიამ 29-ე წუთზე გაიტანა, როცა მარჯვენა ფლანგიდან მოედნის შუაში შეიწია და შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა. „ოფი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა გაანიავა - 2:2.

ლევან შენგელიას მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგასა და თასზე ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ოფი“ 15 ქულით მერვე პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში, 23 ნოემბერს, „ლამიას“ სტუმრად შეხვდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125259