ფეხბურთი

18:45 | 10.11.2024 | ნანახია 0 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი "კარლსრუეს" მოსაგებად არ ეყო (+VIDEO)

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-12 ტურში „კარლსრუე“ შინ „მიუნსტერს“ დაუზავდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა 76 წუთი ითამაშა, 37-ე წუთზე კი ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. მისი გოლით იგებდა „კარლსრუე“, თუმცა 92-ე წუთზე გაუშვა და ქულას დასჯერდა - 1:1.

ბუდუ ზივზივაძეს II ბუნდესლიგის 12 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ლიდერს, ისაკ ლიდბერგს ერთი გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, ბუდუს აქტივში 2 საგოლე პასიცაა, ხოლო გერმანიის თასზე ორი გოლით და ერთი ასისტით გამოირჩა.

„კარლსრუე“ 20 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურის მატჩს კი, 23 ნოემბერს, სტუმრად „ფიურტთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.088007