ფეხბურთი

18:15 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას პოკერით "სამგურალმა" "გაგრა" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტური „სამგურალის“ და „გაგრას“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

არადა, „გაგრასთვის“ თამაში იდეალურად დაიწყო: მე-14 და მე-18 წუთებზე გიორგი ხარებაშვილმა და გიორგი ლომთაძემ ორჯერ გაიტანეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. თუმცა, ამის შემდეგ ლევან კუტალიას ბენეფისი იყო, რომელმაც პოკერი შეასრულა!

გამოცდილმა ფორვარდმა სხვაობა პირველივე ტაიმში შეამცირა, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქის კარი კიდევ სამჯერ დალაშქრა, მთლიანობაში 4 გოლი გაიტანა და თავის გუნდს შეიძლება ითქვას, პირადად მოაგებინა.

„სამგურალი“ 36 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 32 ქულით მეშვიდეა და წინ „თელავთან“ შეხვედრა ელოდება.

„სამგურალი“ – „გაგრა“ 4:2 (1:2)

გოლები: 0:1 ხარებაშვილი (14), 0:2 ლომთაძე (18), 1:2 კუტალია (34), 2:2 კუტალია (60), 3:2 კუტალია (67, პენ), 4:2 (78)

0.116572