ფეხბურთი

17:50 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა სილაგაძემ ლატვიის ჩემპიონატში გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა (+VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატის ბოლო, 36-ე ტურში რფს შინ „რიგასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ლუკა სილაგაძემ გოლი გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა 34-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). ლუკა 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლაშა ოდიშარია სათადარიგო სკამზე იყო.

რფს ლატვიის ჩემპიონი ჯერ კიდევ წინა ტურში გახდა, ასე რომ, ამ წაგებას მისთვის არაფერი შეუცვლია. ლატვიის ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ რფს სეზონის აგრძელებს, რადგან ევროპა ლიგაზე თამაშობს.

სილაგაძემ ლატვიის ჩემპიონატის აწ დასრულებულ სეზონში რფს-ის მაისურით პირველად გაიტანა, თუმცა სეზონის პირველ ნახევარში „ლიეპაიაში“ თამაშობდა, სადაც 3 გოლი მიითვალა. ლაშა ოდიშარიამ 24 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში (მხოლოდ ლატვიის ჩემპიონატის ეგიდით).

0.114803