ფეხბურთი

15:20 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშილი ლიგა 1-ში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 1-ში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზურიკო დავითაშვილმა მოიპოვა.

„სენტ ეტიენის“ ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, აჯობა, პსჟ-ს შემტევ ბრედლი ბარკოლას და „ლილის“ მეკარე ლუკას შევალიეს, რის შედეგადაც, კარიერაში პირველად ლიგა 1-ის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ოქტომბერში ზურიკომ ლიგა 1-ში სამი მატჩი ჩაატარა, თუმცა 5 გოლი მაინც გაიტანა, როცა ჰეთ-თრიქი შეასრულა „ოსერთან“ და დუბლი - „ანჟერთან“.

აქვე ვახსენოთ, რომ ოქტომბრის საუკეთესო გოლიც ლიგა 1-ში ქართველმა შემტევმა გაიტანა - „ოსერის“ წინააღმდეგ.

ზურიკო დავითაშვილის აქტივში ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

0.113973