რაგბი

13:00 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელისთვის ნოემბრის ტესტ მატჩები ინგლისი - ახალი ზელანდიის თამაშით დაიწყო

რაგბის ქართველი არბიტრისთვის ნოემბრის ტესტ მატჩები დაიწყო. ნიკა ამაშუკელი გუშინ გამართული ინგლისი - ავსტრალიის შეხვედრის გვერდითი მსაჯი იყო. თამაში ავსტრალიის გამარჯვებით 42:37 დასრულდა.

ქართველი რეფერის ზუსტად ერთ კვირაში მორიგი გამოწვევა ელის. ის 16 ნოემბერს საფრანგეთი - ახალი ზელანდიის შეხვედრას მოემსახურება, სადაც მეთიუ ქარდი და ანდრეა პიარდი დაეხმარებიან.

ამაშუკელისთვის ნოემბრის ტესტები ამით არ სრულდება, ჩვენებური 23-ში იტალია - ახალ ზელანდიაზე, ხოლო 30 ნოემბერს ირლანდია -ავსტრალიის თამაშზეც იმუშავებს.

0.120848