ჩოგბურთი

12:02 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი კობეს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი კობეს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელი იაპონიაში მიმდინარე 100-ქულიანი ტურნირზე გასასვლელად იბრძოლებს. კვალიფიკაციის ნახევარფინალში ის სამხრეთაფრიკელ ფილიპ ჰენინგს შეხვდა და მეტოქე ორ სეტში - 6:3, 6:4 დაამარცხა.

ნიკოლოზმა 8 ეისი შეასრულა და სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. შეხვედრა საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ლაივ რეიტინგში 215-ე ადგილზეა, ხოლო საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში 11 ნოემბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე, იაპონელ ჰიროკი მორაის შეხვდება, რომელიც რეიტინგში 391-ე ადგილზეა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 133 250 დოლარს შეადგენს.

0.125726