ფეხბურთი

11:32 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძის "ატლანტამ" მესის "მაიამი" დაამარცხა და MLS-ის მეოთხედფინალში გავიდა (+VIDEO)

MLS-ის მეოთხედფინალში ითამაშებს საბა ლობჯანიძის „ატლანტა იუნაიტედი“. ქართველის გუნდმა სამმატჩიან დუელში ლიონელ მესისა და ლუის სუარესის „ინტერ მაიამის“ აჯობა.

ყველაფერი დღეს გამართულ შეხვედრაში გაირკვა, სადაც დევიდ ბექემის ვარსკვლავური შემადგენლობა საკუთარ მოედანზე თამაშობდა. საქართველოს ნაკრების წევრმა თამაში ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. თუმცა, შეხვედრა უგოლოდ დაასრულა.

ანგარიში „ინტერ მაიამის“ პარაგვაელმა ნახევარმცველმა მატიას როხასმა მე-17 წუთზე გახსნა. „იუნაიტედმა“ წონასწორობა 2 წუთში, ჯამალ თიარეს გოლით ათადგინა. სელეგალელმა ფორვარდმა გოლიდან ორ წუთში კი დუბლი შეასრულა და იმ დროისთვის საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი „ატლანტამ“ 2:1 მოიგო.

მეორე ნახევარში მაიამელთა თამაშში დაბრუნება ლიონელ მესიმ შეძლო. არგენტინელმა ლეგენდამ 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა. 76-ე წუთზე ბართოშ სლიზიმ გაიტანა, საბოლოო შედეგი 3:2 დააფიქსირა და „ატლანტა იუნაიტედი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალური სერია 24 ნოემბერს დაიწყება, საბას და მისი თანაგუნდელების მეტოქე კი „ორლანდო სიტი იქნება“.

0.133011