ფეხბურთი

10:27 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ 4 თამაში 2006 წლის შემდეგ პირველად წააგო

„მანჩესტერ სიტის“ რთული პერიოდი აქვს და ბოლო 10 დღეში ზედიზედ 4 მატჩი წააგო. პეპ გვარდიოლას გუნდი ჯერ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა, შემდეგ „ბორნმუთმა“ მოუგო, მერე იყო ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ მარცხი და ახლა ისევ პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“.

პეპის სამწვრთნელო კარიერაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა, პირველად ეს „ბაიერნში“ მუშაობისას დაემართა.

აი, „მანჩესტერ სიტის“ კი, ასეთი ცუდი სერია 2006 წლის შემდეგ არ ჰქონია, როცა კლუბი ჯერ კიდევ არ იყო შეიხების ხელში და მაშინ „სიტი“ ინგლისში კი, არ ითვლებოდა მაღალი ეშელონის კლუბად. ხსენებულ, 2006 წლის შემთხვევაში „ქალაქელები“ ზედიზედ ექვსჯერ დამარცხდნენ.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 23 ქულით მეორე ადგილზეა და „ლივერპულს“ უკვე 5 ქულიტ ჩამორჩება.

0.117173