ფეხბურთი

2:13 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ტურინული დერბი მოიგო და სერია A-ში ისევ დაუმარცხებელია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „იუვენტუსმა“ დერბი დელა მოლეში „ტორინო“ დაამარცხა (2:0) და სანაკრებო პაუზაზე კარგ ხასიათზე გავიდა.

ტიაგო მოტას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. „იუვეს“ თითო ტაიმში თითო გოლი ეყო 3 ქულისთვის. ანგარიში მატჩის დასაწყისში ტიმოთი ვეამ გახსნა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ქენან ილდიზმა გაიტანა.

თურქი 19 წლის ასაკში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტურინულ დერბიში გაიტანა, მასზე ახალგაზრდებმა თავი ბრინო ნიკოლემ და ფელიჩე ბორელმა გამოიჩინეს, შორეულ 1958 და 1932 წლებში.

„იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 ტურში 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ეს ტოპხუთ ლიგაში საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, ბოლო გუნდი, რომელსაც საწყის 12 ტურში 9 მშრალი კარი ჰქონდა, სწორედ „იუვე“ იყო 2014-2015 წლების სეზონში.

„იუვენტუსი“ სერია A-ში ერთადერთია, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია. „ბიანკონერის“ 24 ქულა აქვს და ამ დროისთვის მესამე ადგილზეა.

0.114829