ფეხბურთი

0:42 | 10.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგმა“ „გლადბახს“ ვერ აჯობა

გერმანული ბუნდესლიგის მე-10 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ლაიპციგმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0. ამრიგად, მარკო როზეს გუნდმა 21 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბაიერნს,“ რომელმაც ადრეულ შეხვედრაში „ზანქტ პაული“ დაამარცხა სტუმრად - 0:1.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-10 ტური. 9 ნოემბერი: ვერდერი - ჰოლშტაინი 2:1, მაინცი - დორტმუნდი 3:1, ბოხუმი - ბაიერი 1:1, ზანქტ პაული - ბაიერნი 0:1, ლაიპციგი - გლადბახი 0:0

0.102153