პეპ გვარდიოლას მრისხანე „მანჩესტერ სიტი“ კრიზისშია. დღეს, 9 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-11 ტურში „ქალაქელებმა“ სტუმრად „ბრაიტონთან“ 1:2 წააგეს. მანამდე იყო დამარცხებები ლიგის თასზე „ტოტენჰემთან,“ 1:2, პრემიერლიგაში „ბორნმუთთან“ 1:2 და ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ 1:4...
არადა, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ერლინგ ჰოლანდმა 23 წუთზე ანგარიში გახსნა მატეო კოვაჩიჩის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ. პირველ ტაიმიც ასე დასრულდა.
მეორეში კი „ბრაიტონმა“ მორიგი გმირობა ჩაიდინა („ტოტენჰემთან“ მატჩის არ იყოს, როცა 0:2-ის შემდეგ 3:2 მოუგეს).
ყველაფერი შეცვლებმა განაპირობა ფაბიან ჰიურცელერმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია პრემიერლიგაში, მინდორზე სხვებთან ერთად მეტ ო’რაილი და ჟოაუ პედრუ შეიყვანა, გოლებიც მათ გაიტანეს, პედრუმ 78-ზე, ო’რაილიმ 83-ზე....
ახლა „სიტის“ 11 მატჩის შემდეგ 23 ქულა ა და მეორე ადგილზეა. ლიდერი „ლივერპული“ კი ამ წუთებში ეთამაშება „ასტონ ვილას“ და თუ მოიგო, 5 ქულით გაუსწრებს „ქალაქელებს.“
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-11 ტური. 9 ნოემბერი: ბრენტფორდი - ბორნმუთი 3:2, კრისტალ პალასი - ფულემი 0:2, ვესტ ჰემი - ევერტონი 0:0, ვულვერჰემპტონი - საუთჰემპტონი 2:0, ბრაიტონი - მანჩესტერ სიტი 2:1, ლივერპული - ასტონ ვილა ამ წუთებში მიმდინარეობს.