ფეხბურთი

22:18 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკომ” „სტრასბური“ დამაჯერებლად დაამარცხა. კვირას ჟორჟი ზურიკოს შეხვდება

ფრანგული ლიგა 1-ის მე-11 ტურის მატჩი „სტრასბურსა“ და „მონაკოს“ შორის, სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

29-ე წუთზე ანგარიში „სტრასბურის“ მცველმა გელა დუემ გახსნა. „მონაკოს“ საპასუხო გოლი 79-ე წუთზე თავდამსხმელმა ელისე ბენ-სეგირმა 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა. 89-ე წუთზე ბენ სეგირმა დუბლი შეასრულა. 90+1-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ფორვარდმა ჯორჯ ილენიკენამ დააფიქსირა - 3:1.

11 მატჩის შემდეგ „მონაკო“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, 23 ქულით. „სტრასბური“ ანალოგიური თამაშების შემდეგ 13 ქულით მე-10-ზე. 26 ქულით პსჟ ლიდერობს.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ხვალ, 10 ნოემბერს, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23 საათსადა 45 წუთზე დაიწყება.

0.119302