დღეს, 9 ნოემბერს, გერმანული ბუნდესლიგის ხუთი მატჩი იმართება. 4 უკვე დასრულდა. ლიდერმა „ბაიერნმა“ სტუმრად სძლია „ზანქტ პაულის“ ჯამალ მუსიალას 22-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით.
მოქმედმა ჩემპიონმა, ლევერკუზენის „ბაიერმა“ კი ასევე სტუმრად „ბოხუმს“ ვერ აჯობა. ანგარიში მე-18 წუთზე ლევერკუზენელმა პატრიკ შიკმა გახსნა, თუმცა მატჩის მიწურულს, 89-წუთზე შეცვლაზე შესულმა მასპინძელთა იაპონელმა კოძი იოსიმ გაათანაბრა და თამაშიც ასე დასრულდა.
ახლა „ბაირნმა“ 26 ქულა მოაგრვა და 6 პუნქტით გაუსწრო უშუალო მდევარ „ლაიპციგს,“ რომელიც დღის გვიან შეხვედრაში მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლებს.
17-ქულიანი „ბაიერი“ კი მეოთხე ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-10 ტური. 9 ნოემბერი: ვერდერი - ჰოლშტაინი 2:1, მაინცი - დორტმუნდი 3:1, ბოხუმი - ბაიერი 1:1, ზანქტ პაული - ბაიერნი 0:1, ლაიპციგი - გლადბახი მოგვიანებით გაიმართება