უზბეკეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ნავბაჰორმა“ „ფახთაქორი“ 5:2 დაამარცხა, რაშიც ქართველმა თავდამსხმელებმა, თომა ტაბატაძემ და გიორგი ნიქაბაძემ თავიანთი წვლილი შეიტანეს.
ტაბატაძემ ორი საგოლე პასი შეასრულა, გარდა ამისა, მასთან უხეშობისთვის მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს. თომას ნაცვლად 63-ე წუთზე თამაშში ნიქაბაძე ჩაერთო, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 4:2 გახადა.
თომა ტაბატაძემ უზბეკეთის ჩემპიონატის თავი 20 მატჩში 9 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო გიორგი ნიქაბაძემ 15 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ნავბაჰორი" 39 ქულით მეოთხე ადგილზეა.