ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. გამგეობის 7-მა წევრმა 4 წლის ვადით კვლავ ამჟამინდელი პრეზიდენტი თათია აფციაური აირჩია.
აფციაურმა სხდომის ფარგლებში გასული 4 წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სხდომაზე აირჩა ვიცე-პრეზიდენტიც და აღნიშნული პოსტი მზია კანდელაკმა ჩაიბარა, ხოლო გენერალური მდივანი ლუდვიგ ღაღანიძე იქნება.