საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელორუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე.