კალათბურთი

12:11 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი NBA-ში: გოგას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა (+VIDEO)

NBA-ს მორიგ ტურში 5-მარცხიანი სერია დაასრულა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ნიუ ორლეანს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 27-ქულიანი სხვაობით, - 115:88 მოუგო.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და მატჩშო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეფასება მიიღო.

ბითაძემ პარკეტზე 26:43 წუთი გაატარა და თამაში ორმაგი დუბლის ზღვარზე დაასრულა. გოგა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში კარგად ირჯებოდა და მისი მონაგარი 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო.

ქართველმა 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. მისი +- მაჩვენებელი კი 7-ს გაუტოლდა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

"მეჯიქში" ყველაძე შედეგიანი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა, ხოლო დამარცხებულთაგან 26 ქულით ბრენდონ ბოსტონი გამოირჩა.

„ორლანდოს“ 4 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებემ.

0.13402