ინგლისის ჩემპიონშიფის მე-15 ტურში გიორგი ჩაკვეტაძემ „ოქსფორდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში აჩვენა.
„უოტფორდმა“ ვაკუნ ბაიოს გოლით მოიგო, რომელმაც 54-ე წუთზე გაიტანა და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვემ თავი შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოიჩინა, საუკეთესო იყო.
ქართველს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ორჯერ მეკარემ აჯობა. ერთხელ მან კუთხურის ჩახვევა სცადა, თუმცა ოდნავ არ გაუმართლა, რადგან ბურთი მცველმა კარიდან ბოლო მომენტში თავით გამოიტანა, თორემ საოცარი გოლი გამოვიდა. მეტოქის მცველებს ძალიან უჭირდათ გიორგის შეჩერება, რომელმაც თანაგუნდელებს არაერთი საგოლე მომენტიც შეუქმნა. მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს 15 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„უოტფორდი“ 25 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 ნოემბერს, „პლიმუთს“ უმასპინძლებს. ჩაკვეტაძე ახლა, საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება, რომელიც ორშაბათს დაიწყება.