კალათბურთი

1:27 | 9.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 16 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ვირტუსმა“ უპირატესობა პირველ პერიოდში მოიპოვა, შემდეგ მისი შენარჩუნება მოახერხა და საბოლოოდ, 84:77 გაიმარჯვა.

იტალიური კლუბის რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 24 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

„ვირტუსი“ 2 მოგებით და 6 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

დღესვე, ევროლიგაში ითამაშა „ბასკონიამ“, რომელიც „ბარსელონასთან“ სტუმრად 68:91 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ახალმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა 16 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, მხოლოდ 2 ქულით, 1 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა. „ბასკონია“ 4 მოგებით და 4 წაგებით მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 ნოემბერს, „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლებს.

0.118634