ფეხბურთი

22:05 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "დინამო ბათუმი" დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა

საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

სტივ კინის გუნდს აუცილებლად უნდა მოეგო, საჩემპიონო რბოლაში დარჩენა სურდა. „ტორპედოს“ გაუჭირდა, მაგრამ მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწია.

77-ე წუთზე გავიდა ერთადერთი გოლი, რომელიც ნიკოლა ნინკოვიჩმა გაიტანა და იმერლებმა 1:0 მოიგეს.

ამრიგად, სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ტორპედოს“ 64 ქულა აქვს და ლიდერ „იბერიას“ 3 ქულით ჩამორჩება. სწორედ ეს ორი გუნდი აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის, რადგან „დილა“ ლიდერს უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო ტურში „ტორპედო“ „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „იბერია“ „დინამო ბათუმს“, რომელიც თავის მხრივ, 49 ქულით მეოთხე ადგილზეა.

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნინკოვიჩი (77)

0.114599