საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იბერიამ“ „დილა“ დაამარცხა, რის შემდგომაც, გორელები დიდი ალბათობით, საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდნენ.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გიორგი კოხრეიძემ ანგარიში პენალტით გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი გაფრინდაშვილმა უპასუხა. თუმცა, მალევე ოთარ მამაგეიშვილმა ლევან კორღალიძის გუნდი მეორედ დააწინაურა.
69-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ მეორედ აღადგინა წონასწორობა, მაგრამ სულ მალე იური ტაბატაძემ კიდევ ერთი პენალტით გამარჯვება „იბერიას“ მოუტანა.
„იბერია“ 67 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „დილა“ 59 ქულით მესამეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი აქვს. „დილა“ ლიდერს უკვე 8 ქულით ჩამორჩება, რაც სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, მართლაც სოლიდური სხვაობაა.
„იბერია“ – „დილა“ 3:2 (1:0)
გოლები: 1:0 კოხრეიძე (44, პენ), 1:1 გაფრინდაშვილი (53), 2:1 ო. მამაგეიშვილი (61), 2:2 ბუღრიძე (69), 3:2 ტაბატაძე (75, პენ)