ფეხბურთი

20:18 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მან 26 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის სამი დებიუტანტია - მარკ კასადო, აიტორ პარედესი და სამუ ომოროდიონი. უახლოეს ორ შეხვედრას „ფურია როხა“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარებს.

მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), რობერტო სანჩესი (ჩელსი)

მცველები: პედრო პორო, ოსკრ მინგესა (სელტა), დანიელ ვივიანი (ბილბაო), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), მარკ კუკურელია (ჩელსი), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი), აიტორ პარედესი (ბილბაო)

ნახევარმცველები: მიკელ მერინო (არსენალი), სუბიმენდი, ფაბიან რუისი (პსჟ), პედრი (ბარსელონა), დანი ოლმო (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი), მარკ კასადო (ბარსელონა)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (მილანი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო ვილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), აიოზე პერესი (ვილიარეალი), სამუ ომოროდიონი (პორტუ), ბრაიან სარაგოსა (ოსასუნა)

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფიდან მეოთხედფინალში უკვე გავიდა. „ფურია როხა“ 15 ნოემბერს დანიას ესტუმრება, ხოლო 18 ნოემბერს, შვეიცარიას უმასპინძლებს.

0.115329