საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ნაკრები არ თამაშობდეს მხოლოდ თბილისში. ბათუმში თამაშის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. ქართველმა გულშემატკივარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი ძალა აქვს. დიდი იმედი მაქვს, გულშემატკივარი და გუნდი ერთად შეძლებს წარმატების მიღწევას. ჩვენი სათამაშო სტილიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ საფარი საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. სწორედ ამიტომ, ბოლო მატჩებში ბათუმი დინამო სხვა სტადიონს იყენებდა. დარწმუნებული ვარ, მინდვრის საფარი ბათუმში საუკეთესო მდგომარეობაში დაგვხვდება.
პირველად საქართველოს ისტორიაში 21-წლამდე ნაკრები პლეი-ოფშია და პირველად გვაქვს შესაძლებლობა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება სპორტულად მოვიპოვოთ. ყველამ ვნახეთ, რაოდენ საოცარი შეგრძნებაა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. მაყურებლის როლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ფეხბურთელებს სათანადო მხარდაჭერა ექნებათ.
გაბრიელ სიგუა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ იყო სანაკრებო განაცხადში ევროპის ჩემპიონატზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად ჰქონდა ტრავმები, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და დიდი იმედი მაქვს დაეხმარება 21-წლამდე ნაკრებს წარმატების მიღწევაში. იმედი მაქვს, რომ შეძლებს თავი გაართვას ტრავმებს, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელად ყოფნა და რაც შეიძლება მეტი თამაში", - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.