უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში „ჟირონას“ ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი ვერ დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია.
უკრაინელებს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი არც ოქტომბერში ჰყავდათ. ამჯერად, სერგეი რებროვმა ციგანკოვის ნაცვლად კიევის „დინამოს“ ნახევარმცველი ვიტალი ბუიალსკი გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას 16 ნოემბერს, ბათუმში დაუპირისპირდება.