ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩებისთვის ცნობილია.
ივან ჰაშეკმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა განაცხადში არაა პატრიკ შიკი, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და ჩეხეთს საუკეთესო ბომბარდირი ვერ დაეხმარება. განაცხადში ერთი ახალწვეულია - ოსტრავას ბანიკის ნახევარმცველი მატეი შინი.
მეკარეები: მარტინ იედლიჩკა (პლზენი), ანტონინ კინსკი (სლავია), მატეი კოვარი (ლევერკუზენი)
მცველები: იან ბორილი (სლავია), ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი), მილან ჰაველი (პლზენი), ტომაშ ჰოლეში (სლავია), ვაცლავ იემელკა (პლზენი), ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), დავიდ ზიმა (სლავია)
ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (რეინჯერსი), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), ლუკაშ კალვახი (პლზენი), ალექს კრალი (ესპანიოლი), ონდრეი ლინგრი (სლავია), ლუკაშ პროვოდი (სლავია), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), მატეი შინი (ბანიკი), პაველ შულჩი (პლზენი)
თავდამსხმელები: ადამ ჰლოჟეკი (ჰიფენჰაიმი), იან კლიმენტი (სიგმა), იან კუხტა (მიდტიულანდი), ვასილ კუშეი (მლადა ბოლესლავი), ტომაშ ხორი (სლავია)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.
საქართველო ჩეხეთთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს - ერთი მოგება (4:1), ერთი ფრე (1:1). აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერვე 2024 წელს შეხვდნენ, მანამდე კი, ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ.