სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელმა მაურო იკარდიმ მძიმე ტრავმა მიიღო. არგენტინელი „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში დაშავდა.
იკარდიმ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, შესაბამისად, მისთვის სეზონი დასრულებულია.
მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ ყველა ტურნირზე 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.