ფეხბურთი

12:46 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა (+VIDEO)

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის, თუმცა სანამ დღეც ამ ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ, მანამდე ქართველი ფეხბურთელის გოლი გამოარჩიეს.

საქართველოს ნაკრების წევრის მიერ „ოსერის“ კარში გატანილი გოლი , რომელივ მან 5 ოქტომბერს გაიტანა, საუკეთესოდ აღიარეს.

დავითაშვილმა მე-7 ტურის შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა, ხოლო სამი გოლიდან საუკეთესოდ პირველი აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ძალიან წარმატებული ოქტომბერი ჰქონდა. მან სამ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ჰეთ-თრიქი შეასრულა „ოსერთან“, ხოლო „ანჟერის“ წინააღმდეგ თავი დუბლით გამოიჩინა.

0.114065