კონფერენს ლიგის მესამე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ სომხური „ნოა“ 8:0 დაამარცხა. ენცო მარესკას გუნდმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი როცა მეტოქეს 6 გოლი გაუტანა.
დუბლით გამოირჩნენ ჟოაო ფელიქსი და კრისტოფერ ნკუნკუ, ხოლო თითოჯერ მიხაილო მუდრიკმა, ალექს დისასიმ, მარკ გუიუმ და ტოსინ ადერაბიომ გაიტანეს.
„ჩელსი“ კონფერენს ლიგაზე 9 ქულით ლიდერია, ხოლო „ნოას“ აქტივში 3 ქულაა.