ფეხბურთი

2:10 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ "ლიონის" ძირითადში ითამაშა, "ლიონი" ჰოფენჰაიმს" დაუზავდა

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.

მან მოედანი რომ დატოვა, „ლიონი“ 0:1 მარცხდებოდა. შემდეგ ფრანგებმა ორჯერ გაიტანეს და დაწინაურდნენ, 94-ე წუთზე, მაგრამ ორ წუთში გერმანელებმა გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ლიონი“ 7 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 ნოემბერს, „ყარაბაღს“ ესტუმრება.

ლატვიური რფს საკუთარ მოედანზე ბრიუსელის „ანდერლხეტს“ დაუზავდა - 1:1. ბელგიელები 85-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრეს. ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლუკა სილაგაძე მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა და სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ "ანდერლეხტის" მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. რფს-ს 2 ქულა აქვს და 32-ე საფეხურზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 28 ნოემბერს, „პაოკს“ უმასპინძლებს.

კონფერენს ლიგაზე დანიური „კოპენჰაგენი“ „ბაშაკშეჰირს“ დაუზავდა - 2:2. თურქები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დანიელებმა ორჯერვე გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს. „კოპენჰაგენში“ გიორგი გოჩოლეიშვილმა 46-ე წუთიდან ითამაშა. „კოპენჰაგენს“ მხოლოდ 2 ქულა აქვს და მომდევნო ტურში მინსკის „დინამოს“ სტუმრად შეხვდება.

ნიქოზიის „აპოელმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ დამარცხება შეძლო საკუთარ მოედანზე - 2:1. ლაშა დვალმა ბოლო პერიოდში დაკარგა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ამჯერადაც მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთიდან გამოჩნდა. „აპოელი“ 4 ქულით მე-17 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 28 ნოემბერს, „მიოლდეს“ ესტუმრება.

0.109517