ფეხბურთი

0:20 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" პაატა ღუდუშაური დაიმატა

27 წლის შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია.

ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. „ტორპედოს“ ახალწვეული უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ღუდუშაური ბოლოს ისრაელის მთავარ ლიგაში თამაშობდა, სადაც „ბნეი-სახნინის“ ღირსებას იცავდა. ისრაელში წასვლამდე ქართველი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა, რომლის მაისურით გამართულ 72 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილაში“ თამაშობდა.

0.108569