მადრიდის „რეალიდან“ შესაძლოა, კარლო ანჩელოტი დაითხოვონ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Relevo ავრცელებს.
მადრიდულმა გრანდმა მიმდინარე სეზონი კარგად ვერ დაიწყო, ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ 9-ქულიანი ჩამორჩენა (თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული), გარდა ამისა, ბოლო ორი მატჩი წააგო „ბარსელონასა“ და „მილანთან“.
გუნდის თამაშის ხარისხიც საგანგაშოა, უკმაყოფილო არიან ლიდერებიც, რამაც შესაძლოა, ფლორენტინო პერესი ანჩელოტის გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელს კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ანჩელოტის დათხოვნის შემთხვევაში „რეალი“ შეიძლება რაულმა ან სანტიაგო სოლარიმ დროებით ჩაიბარონ, ხოლო ზაფხულში ჩაბი ალონსოს მიწვევა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „რეალში“ 2013-2015 წლებში მუშაობდა, ხოლო ესპანურ გრანდს 2021 წელს დაუბრუნდა და მთლიანობაში გუნდს ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოაგებინა, ხოლო ორჯერ ლა ლიგა.