ფეხბურთი

20:07 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტემ "ინტერთან" შეიძლება "ნაპოლის" სქემა შეცვალოს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შესაძლოა, „ინტერთან“ მატჩში ტაქტიკა ისევ შეცვალოს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, კონტე ძველ, 3-5-2 სქემაზე გადასვლაზე ფიქრობს, რომელსაც მიმდინარე სეზონის სტარტზეც იყენებდა, მაგრამ „იუვენტუსთან“ შეხვედრის შემდეგ 4-2-3-1 სქემას ირჩევს.

თუმცა, ვინაიდან „ინტერი“ 3-5-2 სქემით თამაშობს, შეიძლება კონტემ იგივე სვლა გააკეთოს, რათა მეტოქეს სივრცეები უფრო შეუზღუდოს. ამ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელიას შეტევაში რომელუ ლუკაკუსთან ერთად თამაში მოუწევს და მისი პოზიცია უფრო ცენტრში იქნება, ვიდრე ფლანგზე, ხოლო მატეო პოლიტანოს მარჯვენა ლატერალის ფუნქციების შესრულება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 11 ტურის შემდეგ 25 ქულით ლიდერობს და ერთადერთი ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელსაც 10 ნოემბერს, მილანში ესტუმრება.

0.112756