ფეხბურთი

21:45 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: "ეს ახირება არ იყო, საფრანგეთის ნაკრებში არ დავბრუნდები"

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება გამორიცხა.

როგორც მან თქვა, მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და უბრალოდ ახირება არ ყოფილა:

„ძალიან ამაყი და გაკვირვებული ვარ იმ სასიამოვნო მესიჯებით, რომლებიც მივიღე ფანებისა და ფეხბურთის სამყაროს სხვა ადამიანებისგან. ბედნიერი ვარ, რომ ეს ლამაზი კვალი დავტოვე, მაგრამ ნაკრებში ჩემი ისტორია სრულიად დასრულებულია, უკან არ დავბრუნდები, ეს არ იყო ახირება“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებში 137 მატჩში 44 გოლი გაიტანა. მან სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 30 სექტემბერს გამოაცხადა.

ამის შემდეგ ფრანგული მედია წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება ახირება იყო, რადგან გრიზმანი უკმაყოფილო გახლდათ ევრო 2024-ზე ნაკრებში მისი როლით. თუმცა, როგორც „ატლეტიკოს“ შემტევმა აღნიშნა, ეს არ ყოფილა ახირება და ნაკრებში არ დაბრუნდება.

0.113843