ფეხბურთი

18:34 | 7.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრებში კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ არ გამოიძახეს
დიდიე დეშამმა გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც კილიან მბაპე ვერ მოხვდა.

ზედიზედ მეორედ, მბაპე ეროვნულ გუნდში არ გამოიძახეს. როგორც დეშამმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო და მხოლოდ საფეხბურთო ასპექტებს უკავშირდება:

„კილიანს სურდა ნაკრებში ყოფნა, მაგრამ მე ვამჯობინე, რომ არ გამომეძახა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, რომელმაც არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:

მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (ლანსი), ლუკას შევალიე (ლილი)

მცველები: ჯონათან კლაუსი (ნიცა), ლუკას დინი (ასტონ ვილა), ვესლი ფოფანა (ჩელსი), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), მატეო გენდუზი (ლაციო), ნგოლო კანტე (ალ-იტიჰადი), მანუ კონე (რომა), ადრიან რაბიო (მარსელი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ), უსმან დემბელე (პსჟ), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ჩელსი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 14 ნოემბერს ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს, მილანში, იტალიას ესტუმრება.

0.116284